მარიხუანას კულტივაციის მიზეზით პატიმრობა არაკონსტიტუციურადაა ცნობილი. ქვეყნის მთავარი სასამართლოს გადაწყვეტილება უკვე ძალაშია. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, თუ ნედლი მარიხუანა დაწესებულ დოზას აღემატება, შესაძლოა, მფლობელი ციხეში აღმოჩნდეს.
ახალი რეგულაციების მიხედვით განისაზღვრა როგორც ნედლი, ასევე გამომშრალი კანაფის ოდენობები. 5 გრამზე მეტი მარიხუანის აღმოჩენა ისევ სისხლისსამართლებრივად დასჯადია. თუმცა, გუშინ მიღებული გადაწყვეტილებით, სასამართლო სასჯელის ყველაზე მკაცრ ზომას - პატიმრობას ვერ შეაფარდებს, თუ პირადი მოხმარებისთვის კანაფი დადგენილ წონას არ აღემატება.
საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ბოლო დროს მიღებული გადაწყვეტილებებით შეიცვალა მარიხუანის კულტივიზაციის, ანუ მოყვანის წესიც. კანაფის მომხმარებლებისთვის კანონი ისევ მკაცრია და საკონსტიტუციო ცვლილებების მიუხედავად, პოლიციას მაინც აქვს ბერკეტი, მარიხუანის ქონა-მოხმარებისთვის პირი ისევ დააკავოს.
საკონსტიტუციო სასამართლო კანაფის პირად მოხმარებასთან დაკავშირებით, სავარაუდოდ, წლის ბოლომდე კიდევ ერთ გადაწყვეტილებას გამოაცხადებს. კანონში ცვლილების ინიციატორი არის პოლიტიკური მოძრაობა გირჩი. იურისტებს მიაჩნათ, რომ ადამიანის ორგანიზმში აღმოჩენილი ტეტრაჰიდროკანაბინოლი სხვათა უსაფრთხოებას საფრთხეს არ უქმნის.