აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ზურაბ პატარაძე და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ზაალ მიქელაძე ტრაბზონთან მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებულების სანახავად მიემგზავრებიან.
მათ მოსანახულებლად ასევე იმყოფებიან საქართველოს საკონსულოს წარმომადგენლები. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე დაშავებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მათ უტარდებათ სამედიცინო დახმარება. უწყების ინფორმაციით, საკონსულო დაშავებულების ოჯახის წევრებთან მუდმივ კონტაქტზე იმყოფებიან.
შეგახსენებთ, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ბავშვთა ცეკვის ანსამბლის წევრები დაშავდნენ და თურქეთის სხვადასხვა საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.