18 ნოემბერი 2024,   18:22
ვრცლად
ანსამბლის "ლამპრები" ქორეოგრაფი ტრაბზონთან მომხდარი ავარიის შედეგად მძიმედ დაშავდა

„ერისიონთან“ არსებული ანსამბლის "ლამპრები" ქორეოგრაფი ტრაბზონთან მომხდარი ავარიის შედეგად მძიმედ დაშავდა. მას თავის ქალის, ნეკნების და კიდურების მოტეხილობები აღენიშნება.

შეგახსენებთ, რომ ქართველი ბავშვებით სავსე ავტობუსი ტრაბზონთან ავარიაში მოხვდა. ცხრიდან 13- წლამდე ასაკის მოზარდებს თურქულ კლინიკებში მკურნალობენ. ავარია ტრაბზონიდან 120 კილომეტრში, გირესუნში მოხდა.

თურქეთში უკვე გაემგზავრა დელეგაცია, აჭარიდან რეგიონის მთავრობის ხელმძღვანელისა და ჯანდაცვის მინისტრის შემადგენლობით.

ავტობუსი, რომელსაც ცეკვის ანსამბლი ბულგარეთში გადაჰყავდა გზიდან გადავიდა, ბოძს შეეჯახა და ამოყირავდა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით დაშავებულია 38 ადამიანი, მათგან უმეტესობა ბავშვია. 

დღის ამბები