18 ნოემბერი 2024,   18:52
ვრცლად
ლორა ტორნტონის განცხადებით, სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები პოლიტიკურ პარტიებთან შეხვედრებს ხვალიდან დაიწყებენ

"აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის" (NDI) საქართველოს ოფისის დირექტორი, ლორა ტორნტონი სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლების ჩამოსვლას აფასებს. ლორა ტორნტონის განცხადებით, თვითმმართველობის მოახლოებულ არჩევნებთან დაკავშირებით, სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები შეხვედრებს ხვალიდან დაიწყებენ.

დელეგაციის წევრები ყველა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებს შეხვდებიან. ასევე, დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტსა და პრემიერმინისტრთან შეხვედრა. სადამკვირვებლო დელეგაცია ერთი კვირის განმავლობაში გეგმავს შეხვედრებს, მათ შორის, თბილისის მერობის კანდიდატებთან.

დელეგაციის წარმომადგენლები ოფიციალურ განცხადებას კვირის ბოლოს გააკეთებენ, რა დროსაც წინასაარჩევნო მედია გარემოზე ისაუბრებენ და ასევე, პოლიტიკოსებთან შეხვედრების შედეგებს შეაჯამებენ.

დღის ამბები