სამშობლოში გვიან ღამით დაბრუნდნენ თურქეთში ავარიის შედეგად დაშავებული ანსამბლ "ლამპრების" წევრები. სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტთან ბავშვებს მშობლები და ახლობლები ელოდნენ. მოზარდები თავს კარგად გრძნობენ, თუმცა მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებათ.
საზღვარი ანსამბლთან ერთად გადმოკვეთა აჭარის მთავრობის მეთაურმა. ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ გამთენიისას ტრაბზონიდან 120 კილომეტრში, გირესუნის მახლობლად მოხდა. "ერისიონთან" არსებული საბავშვო ცეკვის ანსამბლი ბულგარეთში ფესტივალზე მიდიოდა.
ავტობუსი, რომელშიც 38 ადამიანი იმყოფებოდა, გზიდან გადავიდა და ამობრუნდა. მომხდარის მიზეზებს სამართალდამცველები იკვლევენ.