"ჯემ ფესტის" პირველი კვირის ვარსკვლავი, "გრემის" მფლობელი მუსიკოსი სტივ აოკი მსმენელის წინაშე ორსაათიანი პროგრამით წარდგა. ცნობილმა არტისტმა, ისევე როგორც სხვა შოუების დროს - "ჯემ ფესტის" მთავარ სცენაზე გამოსვლაც ტორტების სროლით დაასრულა.
ფესტივალი 1 თვის განმავლობაში ათასობით მელომანს და 300-ზე მეტ ივენთს უმასპინძლებს. "ჯემ ფესტის" ტერიტორიაზე 8 სცენა, ატრაქციონები, საბავშვო სივრცე, კარვების ქალაქი და კაფეებია განთავსებული.
ამ დროისთვის განმუხურში მიმდინარე მუსიკალურ ფესტივალზე დასასწრები 45 000 ბილეთი უკვე გაყიდულია.