საქართველოში არსებულ წინასაარჩევნო გარემოსთან დაკავშირებულ დასკვნას NDI 5 დღეში გამოაქვეყნებს. ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის დელეგაცია არჩევნების სამზადისის შესაფასებლად თბილისში იმყოფება.
კვლევითი ორგანიზაციის წევრები საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერმინისტრს, საარჩევნო კანდიდატებს, პოლიტიკური პარტიის ლიდერებს და მედიის წარმომადგენლებს შეხვდებიან. ვიზიტის ბოლოს NDI რეკომენდაციებს გამოაქვეყნებს.
NDI-მა დღეს შეხვედრა სამოქალაქო სექტორთან გამართა. არასამთავრობო ორგანიზაციებმა სტუმრებს კონსტიტუციასა და თვითმმართველობის კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებზე მიაწოდეს ინფორმაცია.
"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარე, ანა ნაცვლიშვილი აღნიშნავს, რომ 2016 წლის არჩვენების დროს დაფიქსირებული ძალადობრივი ინცინდენტები ყურადსაღებია.
”სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” აღმასრულებელი დირექტორი, მიხეილ ბენიძე აღნიშნავს, რომ თვითმმართველობის ქალაქების იდეა მისი ორგანიზაციისთვის მიუღებელია.
არასამთავრობო ორგანიზაცია ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” პროგრამის მენეჯერი, ლევან ნატროშვილი ეჭვობს, რომ გაიზრდება საარჩევნო ადმინისტრაციებზე მმართველი პარტიის გავლენა.