18 ნოემბერი 2024,   18:50
ვრცლად
ქაოსია სამინისტროში - მიხეილ თათარიშვილის მამა

„ჩემთვის მოულოდნელი იყო,“ - ასე აფასებს მიხეილ თათარიშვილის მამა, ლადო თათარიშვილი, მისი შვილის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილებას. ის აცხადებს, რომ არ ჰქონდა იმედი, რომ მის შვილს გაათავისუფლებდნენ და ის საბუთებს სტრასბურგისთვის ამზადებდა.

მისი თქმით, მასსა და ოჯახზე ზეწოლა მიმდინარეობდა და ხელისუფლების წარმომადგენლების დავალებით მას უთვლიდნენ, რომ არ ყოფილიყო კრიტიკული.

„ჩემზეც იყო ზეწოლა, ოჯახზეც... მე არ უნდა გამოვსულიყავი, არ უნდა ვყოფილიყავი კრიტიკული, ჩემი გამოსვლები იყო დამრაზმელი და ეს სრულიად მიუღებელი იყო მათთვის და ამას არ მაპატიებდნენ,“ - აცხადებს ლადო თათარიშვილი. 

ლადო თათარიშვილი აღნიშნავს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში „ქაოსია“, ხოლო მინისტრი ჩადებებზე საქმის კურსშია. ის ასევე ეჭვობს, რომ გათავისუფლებები არჩევნების გამო ხდება და მომავალში გაგრძელდება. თათარიშვილი არ გამორიცხავს, რომ მისი შვილი ისევ დააკაონ.

„მოკლედ, ქაოსია სამინისტროში... ეს სამინისტრო არ არის, შიგნით არის ჯგუფები, მინისტრის გარეშე მიდიან, დავალებებს აძლევენ დეპარტამენტებს. მინისტრი კი ზის და ამბობს, რა ვაქნა ახლა, ქართველები ვართ....ყველაფერი იცის მინისტრმა, რაც არ უნდა მძინარა მინისტრი იყოს, რომ გაიღვიძებს მაინც ეტყვიან, რომ ეს ჩადება გააკეთეს,“ - აცხადებს ლადო თათარიშვილი.  

 

 

დღის ამბები