ქალთა წინაღმდეგ გამოხატული ძალადობრივი მოწოდებების გასაპროტესტებლად დღეს აღმაშენებლის გამზირზე სოლიდარობის აქცია-მსვლელობა იგეგმება.
შეკრების ორგანიზატორები რამდენიმე მოთხოვნას აყენებენ, მუქარის გამომხატველი მოწოდებები ქვეყანაში დასჯადი გახდეს და პასუხი აგოს ყველა იმ პირმა, ვინც თათია დოლიძეს ემუქრებოდა.
ქალთა სოლიდარობის აქციის მონაწილეები ასევე მოუწოდებენ
ხელისუფლებასა და პოლიტიკურ პარტიებს გაემიჯნონ ძალადობას და საკუთარი მკვეთრი პოზიცია დააფიქსირონ.
„ქალზე ძალადობა უკვე ყოველდღიური დანაშაული გახდა საქართველოში და ახლა უკვე ცდილობენ, რომ ის ქალები, რომლების აზრსაც არ ეთანხმებიან დააშინონ და გააჩუმონ გაუპატიურების მუქარით, მე მგონი ყველასთვის მიუღებელია. ამ სახელმწიფოში ჯგუფური გაუპატიურების მუქარა არის დანაშაული და ეს არის შეუწყნარებელი, მიუხედავად იმისა ვინც არ უნდა აკეთებდეს ამას და ვისი სახელითაც არ უნდა მოქმედებდეს ეს ადამიანი,“-განაცხადა ბაია პატარაიამ.