ფოთში ხანძრის შედეგად დაზარალებული მოვაჭრეები აქციებისთვის ემზადებიან.
დღის ბოლოს ისინი მერიის ადმინისტრაციულ შენობასთან შეიკრიბნენ.
მათი თქმით, უკვე გავიდა ვადა, როცა მერიის წარმომადგენლებს მათთვის დახმარების კონკრეტული გეგმა უნდა შეეთავაზებინათ, თუმცა დაზარალებულებს ამ დრომდე არავინ შეხმიანებია.
მოვაჭრეები პასუხს მერიასთან ერთად ელოდებიან ბაზრის ადმინისტრაციისგან და ამბობენ, რომ მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში აქციებს გამართავენ.
დაახლოებით ერთი კვირის წინ გაჩენილი ხანძრის შედეგად ფოთში 70 მაღაზია დაიწვა. არც ერთი მათგანი დაზღვეული არ იყო.