30 სექტემბერი 2024,   19:31
ვრცლად
საგარეჯოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი დაშავდა

საგარეჯოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ახალგაზრდა მამაკაცი დაშავდა. შემთხვევა ნახევარი საათის წინ საგარეჯო-თბილისის ცენტრალურ მაგისტრალზე მოხდა.

თვითმხილველების ინფორმაციით, სამხედრო "ჯიპი" საზამთროთი დატვირთულ "ოპელის" მარკის ავტომობილს შეეჯახა. შეჯახების შედეგად, სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო "ოპელის" მძღოლმა. დაზარალებული საგარეჯოს რაიონულ საავადმყოფოში სასწრაფო დახმარების ჯგუფს გადაყავს.

შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიცია იმყოფება და ამ წუთებში და ექსპერტ- კრიმინალისტებს ელოდებიან.

მომხდარის სავარაუდო მიზეზად გადაჭარბებული სიჩქარე სახელდება.

 

ფოტოები სოციალურ ქსელში მოგვაწოდეს.

დღის ამბები