18 ნოემბერი 2024,   18:52
ვრცლად
ყარაჯალაში მურადოვების სახლი დაიწვა - 20 სულიანი ოჯახი ღია ცის ქვეშ დარჩა 

უბედური შემთხვევა კახეთში - თელავის რაიონის სოფელ ყარაჯალაში მურადოვების საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ხანძრის შედეგად, 20 სულიანი ოჯახი ღია ცის ქვეშ დარჩა. 

ადგილობრივების ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად ოჯახის არცერთი წევრი არ დაშავებულა. მათივე თქმით, თავდაპირველად აალება სახურავიდან დაიწყო და შემდეგ მთელ სახლზე გავრცელდა. 

რაც შეეხება ხანძრის გამომწვე მიზეზს, სავარაუდოდ, ცეცხლი ელექტროგაყვანილობამ გამოიწვია.

შემთხვევის ადგილზე თელავის სახანძრო ბრიგადები მუშაობენ და ცეცხლის ლიკვიდაციას ახორციელებენ.

ადგილობრივი ხელისუფლება პირველ ეტაპზე მურადოვებისთვის საცხოვრებელი ფართის გამოყოფას გეგმავს.

დღის ამბები