ბათუმის 11-12 მარტის მოვლენებზე მასობრივ არეულობაში მონაწილეობისა და პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულ 9 პირთან დღეს საპროცესო გარიგება შედგა. მათ აღიარეს ჩადენილი დანაშაული და პროკურატურის შემოთავაზებას დათანხმდნენ.
9 პირიდან ყველაზე მძიმე და მკაცრი მუხლებით ბრალდებულ მერაბ მურვანიძეს, ყველაზე ჰუმანური სასჯელი მიესაჯა. სხვებისაგან განსხვავებით, მას ერთი წელი თავისუფლების აღკვეთა და ერთი წელი პირობითი მსჯავრი შეეფარდა.
ასევე, განსხვავებული სასჯელი შეეფარდა ზაზა გოგიტიძეს. მას ერთი წელი პენიტენციალურ სისტემაში ყოფნა და სამი წელი პირობითი სასჯელის მოხდა მოუწევს. დანარჩენ შვიდ პირს კი, ერთი წელი და ექვსი თვე თავისუფლების აღკვეთა და სამი წელი პირობითი სასჯელი შეეფარდა.
განსხვავებული სასჯელის მქონე მერაბ მურვანიძემ რამდენიმე დღის წინ მოწმის სტატუსით ბათუმის მოვლენების ორგანიზების ბრალდებით დაკავებულების, მერაბ ღოღობერიძის და ირაკლი ჩხვრკიას წინააღმდეგ ჩვენება მისცა.