18 ნოემბერი 2024,   17:52
ვრცლად
ჟურნალ "ივერიას" მეოთხე ნომრის პრეზენტაციას "ენმ"-ის თბილისის მერობის კანდიდატი დაესწრო

ჟურნალ "ივერიას" მეოთხე ნომრის პრეზენტაცია გაიმართა წიგნის მაღაზია „პროსპეროში“. ნომერი მთლიანად დედაქალაქს მიეძღვნა. სტატიები თემატურად თბილისის ისტორიულ წარსულსა და ტრადიციებს ასახავს, აქცენტი კეთდება ასევე დღეს აქტუალურ საკითხებზე.

პრეზენტაციას "ნაციონალური მოძრაობის" თბილისის მერობის კანდიდატი ზალიკო უდუმაშვილი დაესწრო.

„ჟურნალში არის როგორც პრობლემები, რომელიც დღეს თბილისს აწუხებს, ასევე ძალიან საინტერესო სტატიები უშუალოდ თბილისზე. დაწყებული იოსებ გრიშაშვილის მოგონებებიდან თბილისის შესახებ, დასრულებული თბილისური მიწისქვეშეთით, ასევე თბილისური ეტიკეტით. ასე რომ, ძალიან საინტერესო ჟურნალია,“ - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

დღის ამბები