ათონელის 27 ნომერში ხანძარი ლიკვიდირებულია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, დამწვარია 5 კვადრატული მეტრის ფართობი.
ადგილზე მომუშავე სახანძრო სამაშველო სამსახურის წარმომადგენლების თქმით, ცეცხლი საცხოვრებელ სახლში ელექტროსადენების გაუმართაობამ გამოიწვია. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.