18 ნოემბერი 2024,   17:48
ვრცლად
ქრთამის აღების ფაქტზე თელავის თემის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი და რუსთავის მერიის ორი თანამშრომელი დააკავეს

თელავის თემის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს. ზაზა ზაშვილი უცხო ქვეყნის მოქალაქეს 30 000 დოლარის სანაცვლოდ მიწის შესყიდვაში დახმარებას სთავაზობდა. მოთხოვნილი თანხის ნაწილი მას ანგარიშზე გადაერიცხა, რა დროსაც ის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა დააკავეს.

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე პაატა გიორგობიანის თქმით, მათთან არ არის ისეთი ტერიტორიები, რომელშიც შესაძლებელია დიდი თანხის აღება.

“ვერაფერ ცუდს ვერ ვიტყვი ზაზაზე და ძალიან გაოცებული ვარ დღევანდელი ფაქტით. არც არის ჩვენთან ისეთი მიწები, რომ ასეთი მსხვილი თანხა აიღოს ადამიანმა. კიდევ ვიმეორებ, რომ ზაზას არ ჰქონდა არავითარი უფლებმოსილება, ეს ძირითადად არის აუქციონებით, რომლის დარეგულირება შეუძლებელია,“ - განაცხადა გიორგობინამა.

დღესვე, ქრთამის აღების ბრლადებით რუსთავის მერიის ორი თანამშრომელიც დააკავეს. ამ შემთხვევაშიც დაკავებულები 15 000 დოლარის სანაცვლოდ დაინტერსებულ პირს მიწის შესყიდვაში დახმარებას სთავაზობდნენ.

 

დღის ამბები