18 ნოემბერი 2024,   17:48
ვრცლად
ყოფილი იპოდრომი ცენტრალურ პარკად გადაკეთება - უდუმაშვილის ინიციატივა და მოქმედი მერის პასუხი

ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე თბილისის ცენტრალური პარკის მოწყობას თბილისელებს ზაალ უდუმაშვილი მერად არჩევის შემთხვევაში ჰპირდება. „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატის ფიქრობს, რომ 34 ჰექტარი ტერიტორია თბილისის ცენტრში, რომელიც ახლა ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის, დედაქალაქის მთავრობამ უნდა გამოისყიდოს და რეკრეაციული ზონა გააშენოს.

უდუმაშვილის გათვლით იპოდრომის ტერიტორიაზე ცენტრალური პარკის მოწყობას წელიწად-ნახევარი დასჭირდება.

„ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატი არ გამორიცხავს, რომ ხელისუფლებამ ყოფილი იპოდრომის ტერიტორიას, რომელიც ახლა რეკრეაციული ზონის სტატუსით სარგებლობს, ეს სტატუსი შეუჩეროს და აქ მშენებლობის ნებართვა გასცეს.

თბილისის მოქმედი მერი, დავით ნარმანია ზაალ უდუმაშვილს იდეას უწუნებს და მერობის კანდიდატის პარკის განვითარების გეგმის წარმოდგენას სთხოვს.

თბილისის მერისაგან განსხვავებით ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე თბილისის ცენტრალური პარკის მოწყობის იდეა მოსწონს თბილისის საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარეს.

იპოდრომის ყოფილი ტერიტორია ივანიშვილის კუთვნილმა კომპანიამ "ჟოკეი კლუბისგან" 2009 წელს, 48 მილონ დოლარად, შეისყიდა და ამ დრომდე ყოფილი პრემიერის საკუთრებაში რჩება.

დღის ამბები