18 ნოემბერი 2024,   18:57
ვრცლად
ორი საქართველო - NDI-ის ექსპერტები საზოგადოების გაყოფის საშიშროებაზე საუბრობენ

ორი საქართველო, რომელიც NDI-ის ექსპერტებმა დაინახეს, მათი შეფასებით, ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება. "ამერიკის ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი" საზოგადოების გაყოფის საშიშროებაზე საუბრობს. ანგარიშში, რომლიც დღეს გამოქვეყნდა, ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის სამზადისია შეფასებული.

"რუსთავი 2-ის" საქმე სასამართლოსთან დაკავშირებულ საკითხებს შორის ერთ-ერთ მთავარ პრობლემად დასახელდა. ორგანიზაციის ანგარიშში პრობლემატურ საკითხებს შორის მოხვდა შერჩევითი სამართალი და გაჭიანურებული გამოძიებები. ანგარიშში საკონსტიტუციო ცვლილებები და თვითმმართველობის რეფორმაც არის გაკრიტიკებული.

ამერიკული ორგანიზაციის ანგარიშს ოპოზიცია სრულად ეთანხმება, ხელისულფების წარმომადგენლების შეფასება კი მათგან რადიკალურად განსხვავებულია.

ავტორი: ნათია ჟამერაშვილი. 

დღის ამბები