18 ნოემბერი 2024,   17:49
ვრცლად
კონცერტი „ბლექ სი არენაზე“ უნდა იყოს მაგარი - ქეთი მელუა საქართველოშია

ბრიტანეთში მოღვაწე ქართველი მუსიკოსი, ქეთი მელუა საქართველოშია. ცნობილი შემსრულებელი, ბენდთან და გორის კამერულ გუნდთან ერთად „ბლექ სი არენაზე“ მაყურებლის წინაშე 23 ივლისს წარსდგება.

„არ მჯერა, რომ ჩამოვედი ბათუმში. მიხარია, აქ მთელი ზაფხული გავატარე ბავშვობაში. ჩამოვედი ჩემს ბენდთან ერთად. ერთი სული მაქვს გორის ქალთა გუნდს, როდის ვნახავ და ერთად კიდევ ვიმღერებთ სცენაზე. კონცერტი „ბლექ სი არენაზე“ უნდა იყოს მაგარი,“ - აცხადებს ქეთი მელუა.

ქეთი მელუა ქართველ მსმენელს 2 საათიან პროგრამას შესთავაზებს.

დღის ამბები