ბათუმში ზღვამ გარდაცვლილი შუახნის მამაკაცის ცხედარი გამორიყა.
რუსთაველის ქუჩის სანაპიროზე თვითმხილველებმა ადამიანი შეამჩნიეს და მის გადარჩენას შეეცადნენ, თუმცა ის უკვე გარდაცვლილი იყო.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია და სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის წარმომადგენლები.
ფაქტზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს.
ცხედარი ექპერტიზაზეა გადაყვანილი.