18 ნოემბერი 2024,   17:48
ვრცლად
რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა პარტიებს წინასაარჩევნო აქტივობების გაშუქების სქემა გააცნო

რუსთავი2-ის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია, დღეს თბილისის მერობის კანდიდატებს, პარტიების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. სამაუწყებლო კომპანიის დირექტორმა მათ რუსთავი2-ის მიერ პარტიებს წინასაარჩევნო აქტივობების გაშუქების სქემა გააცნო.

წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში 21:00 საათიანი კურიერის ბოლო 10 წუთი კვალიფიციური სუბიექტების კანდიდატებს დაეთმობა. რიგითობა პარტიული რეიტინგის მაჩვენებლის მიხედვით განისაზღვრება.

წინასაარჩევნო რეჟიმში იმუშავებენ რუსთავი2-ის პოლიტიკური თოქ შოუებიც, სადაც კანდიდატებს საზოგადოებისთვის საკუთარი პროგრამის და საარჩევნო გეგმების გაცნობის საშუალება ექნებათ. ასევე ისინი უპასუხებენ მთავარ კითხვას, რომელიც საზოგადოებას ყველაზე მეტად აწუხებს.

წინასაარჩევნო პერიოდში იგეგმება დებატებიც. რუსთავი2 აპირებს, ჩაატაროს საარჩევნო კვლევები და ეგზიტპოლი, რომელიც ადგილობრივი არჩვების დღეს, საარჩევნო პროცესის დასრულების შემდეგ გამოქვეყნდება.

დღის ამბები