18 მაისი 2024,   15:37
ვრცლად
თბილისის ყოფილი მერის, ვანო ზოდელავას, ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა

თბილისის ყოფილი მერის, ვანო ზოდელავას, ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. მას ნიუ ჰოსპიტალში ოპერაცია ცოტა ხნის წინ ჩაუტარდა და ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.

ავტოსაგზაო შემთხვევა ქვემო ფონიჭალაში წუხელ მოხდა. ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა. ადგილზე გარდაიცვალა 35 წლამდე მამაკაცი, ორი დაშავებული კი თბილისის საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო, სასწრაფო დახმარების და სახანძრო ეკიპაჟები.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

დღის ამბები