18 ნოემბერი 2024,   17:53
ვრცლად
„ეს იქნება ყოველდღიური პატრულირება," - საოკუპაციო ზოლთან მორიგი აქცია ტარდება

რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ ოკუპაციის ხაზზე კიდევ ერთი აქცია გაიმართება. მშვიდობიანი შეკრებისთვის მოქალაქეები თბილისიდან სოფელ ყარაფილაში გაემგზავრნენ. აქციის ორგანიზატორების განმარტებით, მიზანი ადგილობრივი მოსახლეობის მხარდაჭერა და მცოცავი ოკუპაციის შეჩერებაა.

ჯომარდობის ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქაცარავა აცხადებს, რომ შეკრებები და სამოქალაქო პატრულირება საოკუპაციო ზოლთან პერმანენტული იქნება და მოსახლეობას მასში ჩართვისკენ მოუწოდებს.

„ეს იქნება ყოველდღიური პატრულირება, რომელიც შეთანხმებული იქნება, ბუნებრივია, ძალოვან სტრუქტურებთან. ჩვენ ამ აქციით და ჩვენი აქტივობით, მხოლოდ და მხოლოდ გვერდით ვუდგავართ ჩვენ მთავრობას. ჩვენი განწყობაა, რომ დავეხმაროთ იმ უდიდეს მისიაში და საქმეში, რასაც საქართველოს გამთლიანება და ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაცია ეწოდება,“ - განაცხადა დავით ქაცარავამ.

დღის ამბები