"ევროპული საქართველოს" წარმომადგენლები და მოქალაქეები აღმაშნებელის გამზირზე უკვე მივიდნენ. ბანერით, რომელსაც აწერია "არა რუსულ ფაშიზმს" ისინი აღმაშენებლის დასაწყისში არიან მობილიზებულები და მსვლელობა სულ რამდენიმე წუთში დაიწყება.
პარტიის ლიდერების განცხადებით, ისეთი ტიპის აქციების გამართვა საქართველოში, როგორიც ე.წ. ქართველთა მარშია, მიუღებელია, რადგან საქართველო სტუმართმოყვარე ქვეყანაა, რომელიც ყველა ადამიანს პატივს სცემს და მათ უფლებებს იცავს.