აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის მეუღლეს და ადვოკატებს დღეს მთავარ პროკურატურაში გამოკითხავენ. ეს პირველი შეხვედრაა საგამოძიებო უწყებაში მას შემდეგ, რაც საქმის ძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ სწორედ პროკურატურას გადააბარა. ლეილა მუსტაფაევა და არჩილ ჩოფიკაშვილი უკვე მივიდნენ პროკურატურის შენობაში.
აფგან მუხთარლის მეუღლის განცხადებით, თუ პროკურატურა პოლიციის მსგავსად საქმეს არ გამოიძიებს, ეს იქნება „ქართული ოცნების“ პოლიტიკური ნება.
„ბევრი შეკითხვა გვაქვს პროკურატურასთან, ველოდებით პასუხებს, თუ როგორ მოხდა აფგანის გატაცება. პოლიციამ 2 თვის განმავლობაში ამ შეკითხვებზე პასუხები არ გაგვცა, ამ ეტაპზე ვერ ვიტყვი ვენდობი თუ არა პროკურატურის გამოძიებას, უმოკლეს ვადაში გამოჩნდება ის რეალურად იძიებს საქმეს, თუ პოლიციის მსგავსად, არაფერს აკეთებს. ამ შემთხვევაში კი, ცხადი გადება, რომ ჩვენ საქმე გვაქვს "ქართული ოცნების" პოლიტიკურ ნებასთან,“ - განაცხადა მუხთარლის მეუღლემ, ლეილა მუსტაფაევამ.