ციანიდის საქმეზე პატრიარქის ყოფილი დაცვის უფროსის, სოსო ოხანაშვილის დაკითხვა Skype-ის მეშვეობით მიმდინარეობს. პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსი საქართველოში არ იმყოფება.
ამ ეტაპისთვის ჯერჯერობით უცნობია, რა კითხვებზე უწევს სოსო ოხანაშვილს პასუხების გაცემა, თუმცა მასთან ე.წ. ციანიდის საქმესთან დაკავშირებით, საკმაოდ ბევრი კითხვა არსებობს.