18 ნოემბერი 2024,   17:50
ვრცლად
ოთარ კახიძე პოლიციის სამმართველოში მივიდა

პარლამენტის ფრაქცია ”ევროპული საქართველოს” თავმჯდომარე ოთარ კახიძე ძველი თბილისის პოლიციის სამმართველოში რამდენიმე წუთის წინ მივიდა.

23 ივლისს, აღმაშენებლის გამზირზე გამართულ მანიფესტაციაზე კახიძე პირადი იარაღით იმყოფებოდა, რასთან დაკავშირებითაც სამართალდამცველებმა ადმინისტრაციული სამართალწარმოება დაიწყეს. პოლიციას აინტერესებს, რატომ ატარებდა ოთარ კახიძეს იარაღს აქციაზე.

მან სამმართველოში შესვლის წინ მედიასთან კომენტარი გააკეთა და კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ აქციაზე ნამდვილად იარაღით იმყოფებოდა.

„აქციაზე ის არ უნდა მქონოდა, ზოგადად ვატარებ ხოლმე და აქციაზეც წამომყვა, მაგრამ არ უნდა წამომეღო. შესაბამისად, ეს იყო ჩემი შეცდომა ნამდვილად და ამ შემთხევაში პოლიცია კანონის შესაბამისად ახდენს რეაგირება და მე როგორც კანონმორჩილი მოქალაქე, გამოვცხადდი. მივესალმები ზოგადად, თუ ხელისუფლება ასეთივე გულმოდგინებით მოახდენს რეაგირებას სხვა სამართალდარღვევებზეც,“ - ამბობს ოთარ კახიძე.

 

 

დღის ამბები