რელიგიური შემწყნარებლობა საქართველოში - ამ სახელწოდების ვიდეო რგოლის პრეზენტაცია გაიმართა ეროვნულ მუზეუმში. კლიპი რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინიციატივით დამზადდა და ის სატელევიზიო ეთერებსა და ქალაქში დამონტაჟებულ ბანერებზე განთავსდება.
სააგენტოში აცხადებენ, რომ ვიდეო რგოლის მიზანი, საქართველოში რელიგიურ შემწყნარებლობაზე მოსახლეობის ინფორმირება და იმის შეხსენებაა, რომ მშვიდობიან თანაცხოვრებას ალტერნატივა არ აქვს. პრეზენტაციას კულტურის მინისტრი და დეპუტატები ესწრებოდნენ.
„შექმნილია რამდენიმე ვარიანტად 30 წამიანი კლიპი. თუ იმას გავითვალისწინებთ, რა გამოწვევის წინაშე დგას მსოფლიო, ზოგადად რეგიონი და რა ტენდენციებია ამ მიმართულებით მსოფლიოში, მე ვფიქრობ, რომ პროფილაქტიკის მიზნით საჭირო იქნება კიდევ ერთხელ შეხსენება, ერთის მხრივ რელიგიებისთვის, მეორეს მხრივ ცნობიერებისთვის, რომ მშვიდობიან თანაცხოვრებას ალტერნატივა არ გააჩნია,“ - განაცხადა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ.