18 ნოემბერი 2024,   17:51
ვრცლად
უბედური შემთხვევა დიდუბეში - სახლის დემონტაჟისას ნანგრევებში სამი მუშა მოყვა

უბედური შემთხვევა დიდუბეში - წერეთლის ქუჩის 35-37 ნომერში ავარიული სახლის დემონტაჟის დროს ნანგრევებში სამი მუშა მოყვა. ადგილობრივების ინფორმაციით, ერთ-ერთი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა. ის ამ დროისთვის უგონო მდგომარეობაში იმყოფება. მრავლობითი დაზიანებები მიიღო მეორე მუშამაც.

ადგილზე მობილიზებულია სამაშველო და სასწრაფო ბრიგადები. შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცავებიც.

თვითმხილველების თქმით, ამ წუთებში დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო ბრიგადებს სამედიცინო დაწესებულებებში გადაყავთ.

მომხდარის სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

ვითარების გარკვევას „რუსთავი 2“ შინაგან საქმეთა სამინისტროში ცდილობს.

დღის ამბები