"რუსთავი 2"-ის ჟურნალისტის, გიორგი სანაიას ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ ჟურნალისტის მკვლელობა პოლიტიკურია და საქმე 16 წლის განმავლობაში, სათანადოოდ არ გამოძიებულა. გიორგი სანაია 2001 წლის 26 ივლისს მოკლული იპოვეს. მისი მკვლელობისთვის დაკავებული გრიგოლ ხურცილავა კი 4 წლის წინ, საყოველთაო ამნისტიის შედეგად გაათავისუფლეს.
„16 წელი გავიდა ამ პოლიტიკური მკვლელობიდან და გამოძიებამ მთელი ამ წლების განმავლობაში ვერ თქვა თავისი სიტყვა. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ ეს საქმე არის გამოუძიებელი, ეს საქმე არის პოლიტიკური მკვლელობა და რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს, ჩვენ, ვიდრე ეს საქმე არ იქნება გამოძიებული, ბოლომდე ვიბრძოლებთ, რომ სიმართლე ვუთხრათ საზოგადოებას,“ - განაცხადა გიორგი სანაიას ძმამ, ვახო სანაიამ.
გიორგი სანაიას ოჯახის წევრები, მეგობრები და კოლეგები ტრადიციულად დღეს მის საფლავზე შეიკრიბნენ.