ძლიერი ხანძარი წაღვერთან, ე.წ. არჯევანიძეების ტყეში - ამ წუთებში ცეცხლის ჩაქრობას სამაშველო ვერტმფრენები და სახანძრო სამაშველო ბრიგადები ცდილობენ. ვერტმფრენები წყალს, ახლომდებარე სოფლიდან იღებენ. ადგილიზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების ბრიგადაც.
"რუსთავი 2"-ის ვებ-რედაქტორის თქმით, ამ დროისთვის ცეცხლის სიმძლავრემ მცირედით იკლო.
სპეციალისტების განცხადებით, ტყის მასივი ძნელად მისადგომია.
ცეცხლი წაღვერიდან 2 კილომეტრში, ე.წ. არჯევანიძეების ტყეში 6 ათას კვადრატულ მეტრზე იყო მოდებული. ახლომდებარე რაიონებიდან მიმდინარეობს სამაშველო ტექნიკის მობილიზება.