აქცია - პერფომანსი გაიმართა ქუთაისში, გაპონოვის ქუჩაზე, სადაც პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გოგი წულაიამ ქუჩაში მაგისტრალური მილსადენებიდან წყლის დაღვრა გააპროტესტა და სიმბოლურად, წყალს ფული გაატანა. წულაია ამბობს, რომ ქუთაისის მოსახლეობისათვის მისაწოდებელი წყლის 60 პროცენტი ქუჩაში იღვრება.
მისივე განცხადებით, ქალაქში სამუშაოები იაფფასიანი და უხარისხო მილებით აწარმოეს, რომელიც დატვირთვას ვერ უძლებს. ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი პროკურატურას საქმის გამოძიებისკენ მოუწოდებს.