18 ნოემბერი 2024,   17:48
ვრცლად
„ბავშვთა სამყაროს“ აქციონერები გიორგი მაჭავარიანის გათავისუფლების მოთხოვნით აქციებს იწყებენ

გიორგი მაჭავარიანის გათავისუფლების მოთხოვნით აქციებს იწყებენ დღეიდან დამწვარი „ბავშვთა სამყაროს“ აქციონერები. მათი მტკიცებით, "ბავშვთა სამყაროს" დირექტორი უსამართლოდ არის დაკავებული და გამოძიებისგან რეალური დამნაშავის დადგენას ითხოვენ.

ამ მოთხოვნით აქციის მფლობელები დღის ბოლოს „ბავშვთა სამყაროს“ ტერიტორიაზე შეიკრიბნენ და პროკურატურა უმოქმედობაში დაადანაშაულეს.

გიორგი მაჭავარიანი შიდა უსაფრთხოების ერთ თანამშრომელთან ერთად, მთავარმა პროკურატურამ გუშინ დააკავა. მათ სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევაში ადანაშაულებენ.

დღის ამბები