18 ნოემბერი 2024,   19:33
ვრცლად
"ბავშვთა სამყაროს" დირექტორი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

"ბავშვთა სამყაროს" დირექტორს სასამართლომ გირაო შეუფარდა. გიორგი მაჭავარიანი საქალაქო სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. 

სასამართლომ მაჭავარიანს 50 ათას ლარიანი გირაო შეუფარდა. მასთან ერთად გაათავისუფლეს "ბავშვთა სამყაროს" კიდევ ერთი თანამშრომელი მალხაზ თევზაძე, რომელსაც გირაოს სახით 10 ათასი ლარის გადახდა დაეკისრა.

ბრალდების მხარე აცხადებს, რომ გასაჩივრებაზე გადაწყვეტილებას უახლოეს მომავალში მიიღებს.

გიორგი მაჭავარიანს ბრალი ოფიციალურად დღეს წაუყენეს. გამოძიება მას სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევას ედავება. შიდა უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი მალხაზ თევზაძე კი სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზეა დაკავებული. ბრალდება 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთს ითვალისწინებს.

 

დღის ამბები