დავით ნარმანიამ ივნისში მერიასა და გამგეობებში 600-ზე მეტი ადამიანი დაასაქმა, პოსტებზე დანიშვნის ბრძანებას ხელი ერთ დღეში მოაწერა. თბილისის მერის ხელმოწერილი ორი განკარგულება "კურიერმა" მოიპოვა.
დასაქმებულების მინიმალური ხელფასი 1250 ლარიდან იწყება და 5625 ლარამდეც კი აღწევს. რაში ხარჯავს რამდენიმე მილიონს, ხალხის ფულს თბილისის მერია, ამ კითხვაზე დავით ნარმანია გაღიზიანდა.
დოკუმენტებით დგინდება, რომ თბილისის მერმა დასაქმებული ადამიანების ვინაობა საკრებულოს წევრებისაც კი დაუმალა. დოკუმენტებში მხოლოდ თანამშრომლების ხელფასები წერია, თუმცა მათ მონაცემები წაშლილია.
„რუსთავი 2-ის“ მიერ მოპოვებული კიდევ ერთი სკანდალური დოკუმენტით ირკვევა, რომ დავით ნარმანიას მედეგობის საკითხებში მრჩეველი ეყოლება, რომელსაც ყოველთვიურად 5200 ლარს გადაუხდის, ანუ თბილისის მრჩეველს მერიაში მერზე უფრო მეტი ხელფასი ექნება. ახალი მაღალანაზღაურებადი მრჩევლის ვინაობას ნარმანია მალავს, ოფიციალურ დოკუმენტებში არც მისი ვინაობა წერია.
თბილისის მერი მწვავე კითხვებს გაექცა, დავით ნარმანიას მისივე სკანდალურ გადაწყვეტილებაზე საუბარი არ სურს.