ხარაგაულში, სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობისას, გვირაბის ჩამონგრევის ფაქტზე გამოძიება უსაფრთხოების ნორმების დარღვევის მუხლით დაიწყო.
შემთხვევის შედეგად დაშავებულთაგან ერთ-ერთი, თბილისში, კლინიკა “ლანცეტში“ გადმოიყვანეს.
კლინიკა „ლანცეტში“ იმყოფებოდნენ საქართველოს რკინიგზელთა ახალი პროფკავშირების წარმომადგენლები. მათი თქმით, იმ ობიექტზე, სადაც შემთხვევა მოხდა, მაისში შემოწმება ჩატარდა და ადგილზე მძიმე დარღვევები აღმოაჩინეს, რომლის შესახებაც ადგილობრივ ადმინისტრაციას და საქართველოს რკინიგზასაც შეატყობინეს.
გარდა ამისა, პროფკავშირების წარმომადგენლები ამბობენ, რომ მუშების ხელშეკრულებები არ არის მოწესრიგებული და ამაზე ისინი პასუხისმგებლობას საქართველოს რკინიგზას აკისრებენ.
„კლინიკა „ლანცეტში“ იმყოფებოდა ხარაგაულის გამგებელიც. ნიკოლოზ თოფურიძე უსაფრთხოების ნორმების შესაძლო დარღვევას გამორიცხავს.
საქართველოს რკინიგზაში ამბობენ, რომ მომხდართან დაკავშირებით, ჩინური კომპანია განცხადებას მოგვინებით გააკეთებს.