რუსეთი ოკუპანტია, ხელები და მავთულხლართები შორს საქართველოსგან. ამ მოწოდებით ცენტრალურ ავტობანზე აქცია-პერფომანსი მიმდინარეობს. სამოქალაქო აქტივისტები ყარაფილასთან საინფორმაციო ბანერების მეშვეობით მოსახლეობას და ტურისტებს შეახსენებენ, რომ საოკუპაციო ძალების უკანონო ქმედებების შედეგად ე.წ. სასაზღვრო ბანერიდან ცენტრალურ ავტომაგისტრალამდე 400 მეტრია დარჩენილი.
აქცია ყოველდღიურად გაიმართება და 8 აგვისტოს საპროტესტო აქციით დასრულდება.