ცოტა ხნის წინ "რუსთავი 2"-ში რამდენიმე საპატრულო ეკიპაჟი და სახანძრო მანქანა გამოცხადდა. მიზეზი სატელეფონო ზარი იყო, რომლის თანახმადაც შენობაში ბომბი უნდა აღმოეჩინათ. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების სამსახურიც.
ცრუ განგაშის შედეგად შენობიდან თანამშრომლების ევაკუაცია არ განხორციელებულა. ამ დროისთვის საპატრულო ეკიპაჟებმაც და სახანძრო მანქანებმაც "რუსთავი 2"-ის მიმდებარე ტერიტორია უკვე დატოვეს.