სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობაზე დაშავებული მუშის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.
ექიმების ინფორმაციით, თბილისში გადმოყვანილი მამაკაცის მდგომარეობა სტაბილურია. ამ დროისთვის ის უკვე კონტაქტურია და მედიკოსები სახის ძვლებისა და ხელის მოტეხილობებს მკურნალობენ. ექიმების თქმით, პაციენტი ამ ეტაპზე ოპერაციას არ საჭიროებს.
შემთხვევა ხარაგაულში გუშინ მოხდა, როდესაც მშენებლობისას გვირაბის ნაწილი ჩამოინგრა.