18 ნოემბერი 2024,   18:55
ვრცლად
მესტიაში უფასო სამედიცინო გასინჯვების აქცია გაიმართა

მესტიაში უფასო სამედიცინო გასინჯვების აქცია გაიმართა.

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ორგანიზებით, ადგილობრივებს სამედიცინო მომსახურება ქირურგიის ეროვნული ცენტრის 15-მდე მიმართულების სპეციალისტმა გაუწია.

ექიმის დანიშნულების მიხედვით, შესაბამისი მედიკამენტები პაციენტებს უსასყიდლოდ გადაეცათ.

პროფილაქტიკური გასინჯვები ცენტრის ორგანიზებით მთელი ქვეყნის მასშტაბით იმართება.

დღის ამბები