ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე დღეს მრავალეროვნული სწავლება ღირსეული პარტნიორი 2017 ოფიციალურად გაიხსნა. გახსნის ცერემონიას ქვეყნის პირველი პირი, გიორგი მარგველაშვილი, ესწრება.
საქართველოს პრეზიდენტი ქართველ და ამერიკელ ჯარისკაცებს მიესალმა და მათ მადლობა გადაუხადა.
„ჩვენ გვიჭირავს გლობალური სტაბილურობის დროშა. გულითადად მივესალმები სამხედრო მოსამსახურეებს. მივესალმები ამერიკელ ჯარისკაცებს. ჩვენი თანამებრძოლები ჯანმრთელობას და სიცოცხლეს სწირავენ უმთავრეს მიზანს - მიაღწიონ, რომ საზღვრები იყოს შეულახავი. მადლობა თითოეულ თქვენგანს. დარწმუნებული ვარ, სწავლების განმავლობაში ბევრ რამეს შეიძენს და აქედან წახვალთ მეგობრებად,“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
წვრთნებში ალიანსის წევრი და პარტნიორი 8 ქვეყანა ორი კვირის განმავლობაში იქნება ჩართული. სწავლებაში ჩაერთვება ასევე ამერიკული და გერმანული სამხედრო ტექნიკა.
პრეზიდენტთან, პრემიერთან პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, ღონისძიებაში მონაწილეობას იღებენ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც.