აზიის ქვეყნებს ძლიერი ტაიფუნი დაატყდა თავს. სტიქიამ ყველაზე მეტად ტაივანი დააზარალა, სადაც ქარის სიჩქარე საათში 180 კილომეტრს აღწევდა. დაშავებულია 80-ზე მეტი ადამიანი. შტორმის შედეგად დაიტბორა ქუჩები და საცხოვრებელი სახლები.
მოსახლეობის ცნობით, წყლის დონემ ზოგიერთ ადგილას მეორე სართულამდეც მიაღწია. სტიქიის ზონაში დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზებიც.
ტაიფუნი ამ დროისთვის ჩინეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონებს უტევს, საიდანაც 3 ათასზე მეტი ადამიანია ევაკუირებული.