18 ნოემბერი 2024,   18:53
ვრცლად
ეკონომიკის სამინისტროს კორუფციასა და ბიზნესის წართმევაში ადანაშაულებენ

ეკონომიკის სამინისტროს კორუფციასა და ბიზნესის წართმევაში ადანაშაულებენ.

საქალაქთაშორისო მიკროავტობუსების კომპანიაში, რომელიც რეისებს ზუგდიდის რკინიგზის სადგურიდან ასრულებდა, აცხადებენ, რომ გადასახადების გადახდის მიუხედავად, ბოლო თვეებია, მათ საქმიანობის საშუალებას არ აძლევენ.

მიზეზი მიკროავტობუსების სადგომის წინ გასხვისებული გზის ნაწილია, რომელიც ეკონომიკის სამინისტრომ შარას კონკურენტ კომპანია საქ ავტო ტრანსს მიჰყიდა.

შარას ადვოკატის, ბაჩუკი ყურაშვილის, ინფორმაციით, თავდაპირველად 13 ათას ლარად შეფასებული მონაკვეთი უწყებამ ორი დღით ადრე დარეგისტრირებულ საქ ავტო ტრანსს 3 ათას ლარად, განცხადების შეტანის დღესვე გადასცა.

„ეს არის კლასიკური ნიმუში იმისა, თუ როგორ შეიძლება ხელი შეუშალო, წაართვა სამეწარმეო საქმიანობა მას, ვინც ლეგალურად, კანონმდებლობის სრული დაცვით ახორციელებს თავის საქმიანობას,“ - აცხადებს ბაჩუკი ყურაშვილი.

დღის ამბები