ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტთან დაკავშირებით თბილისში უსაფრთხოების ზომები მკაცრდება. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, დღეიდან თბილისის გზებზე შეზღუდვები იმოქმედებს.
დილის 10:00 საათიდან პირველი აგვისტოს 17:00 საათამდე ავტომანქანებით გადაადგილება აიკრძალება ჭანტურიას ქუჩაზე, 20:00 საათიდან კი დაიკეტება რუსთაველის გამზირი და შეზღუდვა მეორე დღის 16:00 საათზე მოიხსნება.
19:00-დან 22:00 საათამდე მოძრაობა შეიზღუდება კოჯრის გზატკეცილზე, კოჯრიდან თბილისის მიმართულებით. მანქანები შინდისი-კრწანისის დამაკავშირებელი ახალი გზით იმოძრავებენ.