გულფოსის ჩანჩქერზე დაკარგული 22 წლის ქართველი ახალგაზრდის ოჯახის წევრები დღეს ისლანდიაში ჩავლენ. ნიკა ბეგაძის სამძებრო სამუშაოები გუშინ დღის ბოლომდე მიმდინარეობდა, თუმცა უშედეგოდ.
საქართველოს ელჩის, გიგი გიგიაძის, თქმით, საქართველოს წარმომადგენლობამ ადგილობრივ პოლიციას წერილობით მიმართა, რათა ქართული მხარის ინფორმირება პერმანენტულად ხდებოდეს.
ნიკა ბეგაძე 19 ივლისს გაუჩინარდა. ვარაუდობენ, რომ საქართველოს მოქალაქე ჩანჩქერზე სათევზაოდ იყო წასული, რადგან პარკში მის მანქანასთან ნაპოვნია ანკესები და მისი კუთვნილი სხვა ნივთები.