ღირსეული პარტნიორი 2017-ის ოფიციალურად გახსნასთან დაკავშირებით, საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზებული ბრიგადის ტერიტორიაზე ქართველი და უცხოელი სამხედროებისთვის კონცერტი გაიმართა.
„ეს არის ჩვენი კულტურის გაცნობა ჩვენი პარტნიორებისათვის და რასაკვირველია, მეტი დამეგობრება სამხედროებს შორის, ადამიანებს შორის მეგობრული ხიდების გადება და ჩვენ, ბუნებრივია, სტრატეგიულ პარტნიორობას სწორედ ამ საერთო კულტურულ საფუძვლებსა და ფესვებში ვხედავთ,“ - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ.
საერთაშორისო სწავლებაში ჩართული ქართველი და უცხოელი სამხედროების წინაშე ქართველი მომღერლები და ხალხური ანსამბლის წევრები წარსდგნენ.
„მართლაც ფანტასტიკური სანახაობა იყო, საქართველოს ასეთი სტუმართმოყვარეობა დასაფასებელია. მადლობა ამ საღამოსთვის, ჩვენ მართლაც დიდი სიამოვნება მივიღეთ. ვფიქრობ, რომ სწავლება კარგად დაიწყო, მის გაგრძელებას ველოდებით,“ - განაცხადა სწავლებაში მონაწილე ამერიკული კონტიგენტის მეთაურმა, უფროსმა ლეიტენანტმა ჯეკ ლეკმა.