18 ნოემბერი 2024,   18:53
ვრცლად
სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლება და სატრანსპორტო კომპანიიდან გათავისუფლებული თანამშრომელი 

წინასაარჩევნოდ მერიაში მასობრივი დანიშვნების პარალელურად დედაქალაქის მუნიციპალიტეტს დაქვემდებარებული კომპანიიდან თანამშრომლებს ახსნა-განმარტების გარეშე ათავისუფლებენ. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კვოტით, საარჩევნო უბანზე დამკვირვებლად მუშაობა გიორგი გულიტაშვილისთვის სატრანსპორტო კომპანიიდან გათავისუფლების მიზეზი გახდა. გადაწყვეტილებას კი წინ უძღოდა მისთვის არაერთი საყვედურის გამოცხადება.

გულიტაშვილმა ბოლოს სამსახური რამდენიმე დღის წინ გააცდინა, თუმცა ხელმძღვანელობა ჯერ სიტყვიერად გააფრთხილა, შემდეგ კი დამადასტურებელი დოკუმენტებიც წარუდგინა.

გულიტაშვილი ყვება, რომ "ნაციონალური მოძრაობის" მხარდაჭერის გამო, მას ხელმძღვანელი პირები მანამდეც ხშირად ემუქრებოდნენ.

"კურიერს" დაზარალებულმა ოჯახმა ის აუდიო ჩანაწერიც გადასცა, სადაც გულიტაშვილის მეუღლე სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელს ესაუბრება.

იყო თუ არა ერთი კონკრეტული თანამშრომლის გათავისუფლების მიზეზი, პოლიტიკური გადაწყვეტილება, ამის შესახებ სატრანსპორტო კომპანიაში განმარტებებს არ აკეთებენ.

დღის ამბები