17 მაისი 2024,   16:15
ვრცლად
ყველა პოლიტიკურ პარტიას აქვს გარკვეული თავისი ინტერესები ამ მიმართულებით - დავითაია საკონსტიტუციო ცვლილებებზე

„ყველა პოლიტიკურ პარტიას აქვს გარკვეული თავისი ინტერესები ამ მიმართულებით,“ - ასე აფასებს ევროპელი დემოკრატების ლიდერი, პაატა დავითაია, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით კონსულტაციების დაწყებას.

პარლამენტის თავმჯდომარემ ოპოზიციას საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით კონსულტაციების დაწყება შესთავაზა. ოპოზიცური პარტიების წარმომადგენლები კი ქართულ ოცნებას იმ საკითხების დასახელებისკენ მოუწოდებენ, რომლებსაც ოპოზიციასთან დათმობენ.

პაატა დავითაია აღნიშნავს, რომ კონსოლიდაცია საჭიროა, როგორც ოპოზიციურ პარტიებს შორის, ასევე მმართველ გუნდშიც.

„მნიშვნელოვანია კონსოლიდაცია და შეჯერება გარკვეულ საკითხებზე. ჩვენ არ ვიცით, რა არის ხელისუფლებისთვის მთავარი, რასაც ის დათმობს. ამიტომ შეხვედრაზე შეიძლება, ეს გაირკვეს, ამიტომ არის შეხვედრა მნიშვნელოვანი. კონსესუსი შეიძლება, დაიყოს რამდენიმე მიმართულებად და ეს არის, პირველ რიგში, კონსენსუსი ოპოზიციას შორის, შიგნით. რა პაკეტით წარდგება ოპოზიცია. შემდეგ უნდა იყოს კონსენსუსი ხელისუფლებაში, რის დათმობას ისინი აპირებენ, ამის შემდეგ შეიძლება მხოლოდ და მხოლოდ მსჯელობა, რა შეიძლება, გამოვიდეს,“ - აცხადებს პაატა დავითაია. 

დღის ამბები