17 მაისი 2024,   16:15
ვრცლად
ქეთევან ციხელაშვილი კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას სოფელ ახალუბნის ამბულატორიაში შეხვდა

საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილი, კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას სოფელ ახალუბნის ამბულატორიაში შეხვდა. იქ სპეციალური სამედიცინო გამოკვლევები მიმდინარეობს.

„მავრთულხლართების პირისპირ მცხოვრებ მოსახლეობას ნამდვილად სჭირდება განსაკუთრებული ზრუნვა იმიტომ, რომ აქვთ განსაკუთრებული გამოწვევები და ჩვენ ვაგრძელებთ მათთვის უფასო სამედიცინო აქციების განხორციელებას,“ - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

აქცია გორის მუნიციპალიტეტის და სამედიცინო ცენტრ გორმედის მიერაა ორგანიზებული. სხვადასხვა პროფილის ექიმები უფასოდ ამოწმებენ ადგილობრივებს.

დამატებითი კვლევების საჭიროების შემთხვევაში, პაციენტებს გორში გადაიყვანენ.

დღის ამბები