17 მაისი 2024,   16:16
ვრცლად
ეს ეხება ატენის ხეობაში არსებულ ხანძრის კერას - არჩილ თალაკვაძე ჯარის გამოყვანაზე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, არჩილ თალაკვაძე, კურიერთან საუბრისას პრემიერის პრეზიდენტისადმი გაკეთებულ მიმართვას ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს ეხება არა ბორჯომის ხეობაში არსებულ სტიქიას, არამედ ატენის ხეობაში არსებულ ხანძრის კერას.

მისი თქმით, ხვალ თემასთან დაკავშირებით, პარლამენტის საგანგებო სხდომა დაინიშნება და გადაწყვეტილება კანონმდებლობის შესაბამისად დამტკიცდება.

„მე დავაზუსტებ, ეს ეხება არა ბორჯომში არსებულ ვითარებას, არამედ ატენის ხეობაში არსებულ ხანძრის კერას, რომელიც არის დამოუკიდებელი პრობლემა,“ - განაცხადა თალაკვაძემ.

თალაკვაძის თქმით, ამის შემდეგ უკვე ატენის ხეობაში ხანძრის ჩაქრობის ოპერაციებში სამხედრო-საჯარისო დანაყოფები ჩაერთვებიან.

თალაკვაძის თქმით, შტაბის საგანგებო სხდომაზე, რომელსაც თავადაც ესწრებოდა, ხვალ განსახორციელებელი ნაბიჯების შესახებ იმსჯელეს.

„ყველა დასახლებულ პუნქტთან, მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის ზომები მიღებულია. ადგილებზე რჩებიან სახანძრო-სამაშველო სპეცტექნიკა და სახანძრო მანქანები,“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

დღის ამბები